ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ძი იანჩი, დელეგაციასთან ერთად, რაჭას ესტუმრა.
ელჩი რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის გუბერნატორს, არჩილ ჯაფარიძეს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, მერს ზვიად მხეიძესა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.
ამბროლაურის მერიის პრესსამსახურის ცნობით, გაცნობით-საინფორმაციო შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, ერთობლივი პროექტების განხორციელებასა და სამომავლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს.
„გუბერნატორმა სტუმრებს რეგიონის პოტენციალი გააცნო და ის ინფრასტრუქტურული პროექტები წარმოუდგინა, რომელთა განხორციელებას მხარის განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
აღსანიშნავია, რომ 2015 წელს, რაჭა ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონსა და ჩინეთის ძილინის პროვინციას შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობას ითვალისწინებს.
ელჩმა აღნიშნა, რომ რაჭას უდიდესი პერსპექტივა გააჩნია, წარმატებით განვითარდეს როგორც ტურიზმის, ისე სოფლის მეურნეობის მიმართულებით და სრული მზადყოფნა გამოთქვა, მისი საქართველოში მუშაობის პერიოდში მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარებას როგორც სახელმწიფო, ისე ადგილობრივ დონეზე.
შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა ამბროლაურის ღვინის ქარხანა „როიალ ხვანჭკარა“ და ხილის გადამამუშავებელი საწარმო „ჯეოფლაუერი“ დაათვალიერეს", აღნიშნულია ამბროლაურის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.