დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა, ზურაბ სეხნიაშვილმა ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ გრიგოლაანთკარში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.
დუშეთის მერიის პრესსამსახურის ცნობით, სოფელ გრიგოლაანთკარში სასაფლაოზე მისასვლელი გზის ააღდგენა და ხევზე გადასასვლელი ხიდ-ბოგირის მოწყობა მიმდინარეობს.

„ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობა მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოებით კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მათ დანაპირები შეუსრულა. სოფლის სასაფლაოსა და სასოფლო-სამეურნეო სავარგულებთან მისასვლელი გზის პრობლემა მათ წლების განმავლობაში აწუხებდათ, რის შესახებაც ზურაბ სეხნიაშვილს ერთ-ერთი შეხვედრისას მოახსენეს და დახმარება სთხოვეს. ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს შპს „ცივწყარო’’ ასრულებს, პროექტი რამდენიმე დღეში დასრულდება", ნათქვამია დუშეთის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.