თითქმის 100 ადამიანია გარდაცვლილი ინდოეთზე თავსდამტყდარი საშინელი ქარიშხლის შედეგად
03-05-2018, 16:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

სულ მცირე 95 ადამიანი დაიღუპა და ასეულობით სხვამ დაზიანებები მიიღო ჩრდილოეთ ინდოეთში, უტარ პრადეშსა და რაჯისტანის შტატებზე თავსდამტყდარი საშინელი ქარიშხლის შედეგად.

 

 

ოთხშაბათს, ქარიშხალმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა, ძირფესვიანად ამოთხარა ხეები, გაანადგურა სახლები და დახოცა პირუტყვი.  

 

 

ბევრ ადამიანს, რომელიც სტიქიას ემსხვერპლა, ეძინა, როცა მათი სახლები დაინგრა.  

 

 

 


BBC-ის ცნობით, 64 ადამიანი უტარ პრადეშში დაიღუპა, მათ შორის 43 აგრას რაიონში, რომელიც მსოფლიოში ტაჯ-მაჰალის გრანდიოზული ტაძრითაა ცნობილი. ოფიციოზის განცხადებით, გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა, გაიზარდოს.

 


ქარიშხალმა ასევე ზიანი მიაყენა მეზობელი რაჯისტანის სამ რაიონს - ალვარს, ბჰარატპურსა და დჰოლპურს, სადაც სტიქიას 31 ადამიანი ემსხვერპლა. ყველაზე მეტად კი ალვარია დაზიანებული, სადაც სკოლები დაიკეტა.

 


შტატის მთავრობამ გამოაცხადა, რომ გარდაცვლილთა ოჯახები კომპენსაციის სახით 400, 000 რუპიას (დაახლოებით 6 000 აშშ დოლარი) მიიღებენ.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი