მესტიაში, კალათბურთში, ფრენბურთში, სპრინტსა და ჭადრაკში მუნიციპალური თამაშები დასრულდა
03-05-2018, 16:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მესტიის მუნიციპალიტეტში, ახალგაზრდული ფესტივალი 2018-ის ფარგლებში, „სპორტი ბარიერების გარეშე“-ს მუნიციპალური თამაშები კალათბურთში, ფრენბურთში, სპრინტსა და ჭადრაკში, 2002-2003-2004 წელს დაბადებულ გოგონათა და ვაჟთა შორის დასრულდა.



„სპრინტში მონაწილეობდნენ ეცერის, მესტიის №1 და მესტიის №2 საჯარო სკოლისა და მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდები.

 

 

შეჯიბრებაში გამარჯვებულები გახდნენ მესტიის №2 საჯარო სკოლის მოსწავლეები, ვაჟებს შორის ერეკლე ფალიანი, ხოლო გოგონათა შორის ნინო კახბერიძე.

 

 

 


კალათბურთში მონაწილეობა მიიღეს ლატალის, ლენჯერის №1, მესტიის №1 და მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდემა.

 

 

სპორტის ამ სახეობაში გამარჯვებული გახდა მესტიის №1 საჯარო სკოლის გუნდი.

 


პროექტის ფარგლებში გამართულ ჭადრაკის ტურნირში მონაწილეობდნენ ეცერის, იელის, მაზერისა და მულახის საჯარო სკოლის გუნდები. ტურნირის გამარჯვებული გოგონათა შორის მაზერის საჯარო სკოლის მოსწავლე ლიკა ქალდანი გახდა, ხოლო ვაჟებს შორის პირველობა არავის დაუთმო იელის საჯარო სკოლის მოსწავლემ ნიკოლოზ სამსიანმა.

 


ფეხბურთში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ცხუმარის, ხაიშის მესტიის №1, მესტიის №2 და მესტიის წმინდა ილარიონ ქართველის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის საჯარო სკოლის გუნდები, მათ შორის, მონაწილეობას იღებდნენ ცხუმარისა და მესტიის №2 საჯარო სკოლის გოგონათა გუნდები.

 


ვაჟთა შორის გამარჯვებული გახდა მესტიის №1 საჯარო სკოლის გუნდი, ხოლო გოგონათა შორის წარმატებას მიღწია მესტიის №2 საჯარო სკოლის გუნდმა.

 

 

 


„ფესტივალი 2018-ის" ფარგლებში „სპორტი ბარიერების გარეშე" უკვე მესამე წელია წარმატებით ხორციელდება საქართველოს მასშტაბით. პროექტი მიზნად ისახავს სპორტულ ღონისძიებებში მოსწავლე ახალგაზრდების ჩართვით ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზებას.

 


ტურნირი ტარდება სამ ეტაპად: მუნიციპალური, რეგიონული და ფინალური.  პროექტი მოიცავს სპორტის ოთხ სახეობას: ფეხბურთს კალათბურთს, სპრინტსა და ჭადრაკს.

 

 

გამარჯვებულები მონაწილეობას მიიღებენ რეგიონულ ტურნირში, რომელიც ქალაქ ზუგდიდში გაიმართება", ნათქვამია მესტიის მერიის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი