საქართველოს პრემიერ--მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე თემურ მღებრიშვილი დღეს წარადგინა.
თემურ მღებრიშვილმა ამ თანამდებობაზე ანზორ ჩუბინიძე შეცვალა, რომელმაც პირადი განცხადების საფუძველზე გათავისუფლების შესახებ პრემიერ--მინისტრს 22 იანვარს მიმართა.
საქართველოს პრემიერ--მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ანზორ ჩუბინიძეს მადლობა გადაუხადა გაწეული მუშაობისთვის და წარმატებები უსურვა შემდგომ საქმიანობაში.
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დანიშვნამდე თემურ მღებრიშვილი მუშაობდა შსს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის
სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის დირექტორად. მას გააჩნია აღნიშნულ სტრუქტურაში, სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის 18 წლიანი გამოცდილება.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.