ადიგენის ცენტრალურ სტადიონზე, კულტურის სამასხურის ორგანიზებით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებს შორის, ფეხბურთში ჩემპიონატი გაიმართა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ „ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრი“, პროგრამა „ახალგაზრდული ფესტივალი 2018-ის“ ფარგლებში, ახორციელებს სხვადასხვა კომპონენტებისგან შემდგარ პროექტებს, რომელიც სამოქალაქო განათლებას, ინკლუზიას, ჯანსაღი ცხოვრების წესის დანერგვას, სპორტულ და კულტურულ აქტივობებს მოიცავს.
ძირითადი აქტივობები იმართება 2002-2004 წელს დაბადებულ მოზარდებს შორის სპორტის ოთხ სახეობაში: ფეხბურთი, კალათბურთი, სპრინტი და ჭადრაკი.
პროექტი „სპორტი ბარიერების გარეშე“ მიზნად ისახავს მასობრივ სპორტულ ღონისძიებებში მოზარდების ჩართვით ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას.
ტურნირი ჩატარდება სამ ეტაპად: მუნიციპალური, რეგიონული და ფინალური. პროექტი ხორციელდება საქართველოს მასშტაბით.
ინფორმაციას ადიგენის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.