საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე უწყების თანამშრომლების შვილებისთვის კალათბურთის უფასო წრე - „თავდაცვა“ ფუნქციონირებს. ბავშვთა „თავდაცვის“ წრე პირველ სპორტულ აქტივობაში ასპარეზობს. პატარები ახალ სპორტის სასახლეში მიმდინარე საქართველოს კალათბურთის ფედერაციისა და აშშ-ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ერთობლივ ყოველწლიურ პროექტში - Junior NBA მონაწილეობენ.
თავდაცვის სამინისტროს ბაზაზე არსებული ბავშვთა საკალათბურთო სექცია სპორტულ განვითარებას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს. მსგავსი წრეები შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეების შვილებისთვის საქართველოს მასშტაბით თითქმის ყველა სამხედრო ბრიგადაში არსებობს.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.