საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქულ კლინიკას შორის მემორანდუმი გაფორმდა
03-05-2018, 18:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თურქულ კლინიკა REYAP HOSPITAL ISTANBUL-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს მხრიდან თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ზაალ კაპანაძემ, ხოლო თურქეთის მხრიდან საერთაშორისო პაციენტებთან ურთიერთობის მენეჯერმა, ნაზიკე უგურლუმ მოაწერეს.

 

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის უწყების თანამშრომლებს, სამოქალაქო პირებს, სამხედრო მოსამსახურეებსა და მათი ოჯახის წევრებს, საჭიროების შემთხვევაში, თურქეთის კლინიკაში გამგზავრების, შეღავათიან ფასში დიაგნოსტირებისა და მკურნალობის შესაძლებლობა ექნებათ.

 

 

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი ქართული მხარისთვის ტრენინგების ჩატარებასა და სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლებაში დახმარებას, ექიმების გაცვლით ვიზიტებსაც ითვალისწინებს.

 

 

დოკუმენტს ხელი გორში, გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში მოეწერა. ვიზიტისას თურქეთის დელეგაციამ ჰოსპიტალის ინფრასტრუქტურა დაათვალიერა და სამუშაო გარემოს გაეცნო. მოგვიანებით, მხარეებმა ერთმანეთს კლინიკების ისტორიის, მიზნების, არსებული სერვისების შესახებ პრეზენტაციები წარუდგინეს.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი