ქეთევან ციხელაშვილი: საოკუპაციო რეჟიმმა 22 წლის ახალგაზრდა დააკავა
03-05-2018, 19:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებულია ცხინვალის რეგიონიდან დევნილი, თბილისში მცხოვრები 22 წლის პირი.

 

 

„ამ პროცესში ჩართული არიან როგორც ჩვენი შესაბამისი სტრუქტურები, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმისათვის, რომ დაკავებული პირის დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოხდეს. მთელი ამდენი წლის განმავლობაში უკანონო დაკავებები, თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, ადამიანის უფლებების ფუნდამენტური უფლებების დარღვევა ხორციელდება და 22 თებერვალს, ყველაზე უარესი ტატუნაშვილის დაკავება და მისი სიცოცხლის ხელყოფა მოხდა.

 

 

ეს ყველაფერი არის არა მხოლოდ უკანონო, პროვოკაციული და კონკრეტული ადამიანების წინააღმდეგ მიმართული, არამედ თითოეული ჩვენგანის უსაფრთხოებისა და უფლებების წინააღმდეგ გამყოფი ხაზია და არავის ინტერესებში არ შედის – არც ქართველების, არც აფხაზებისა და არც ოსების“, განუცხადა ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს.

 

 

დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საგზაო ინსპექციის თანამშრომლებმა საქართველოს 22 წლის მოქალაქე, თბილისის მკვიდრი „სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის“ ბრალდებით ცხინვალის რაიონის სოფელ სათიხარში, ღამით დააკავეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი