ლიტვურ ენაში საქართველოს დასახელებად Sakartvelas იქნება გამოყენებული - წარწერები შეიცვლება ვილნიუსში საქართველოს საელჩოს შენობაზე, ასევე სხვაგან
04-05-2018, 09:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ლიტვური ენის სახელმწიფო კომისიამ 3 მაისს დაამტკიცა გადაწყვეტილება ლიტვურ ენაში საქართველოს ავთენტური დასახელების დამკვიდრების თაობაზე.

 


ლიტვურ ენაში აქამდე არსებულ დასახელებასთან ერთად, საქართველოს დასახელებად გამოყენებული იქნება დასახელება Sakartvelas.

 


როგორც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი იტყობინება, ამიერიდან, უკვე ოფიციალურად დაიწყება შემდეგი ტერმინოლოგიის გამოყენება. მაგალითად, საქართველოს საელჩო (ამჟამად GruzijosAmbasada) იქნება „საქართველო ამბასადა“ (SakartveloAmbasada), კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში (ამჟამად Sveiki atvykę į Gruziją) – Sveiki atvykę į Sakartvelą, ქართველი (ამჟამად Gruzinas) – Kartvelas, ხოლო ქართული ენა (ამჟამად gruzinų kalba) – kartvelų kalba და ა.შ.

 


„დარწმუნებული ვართ, რომ ლიტვის მოქალაქეები აიტაცებენ ამ სიახლეს და საქართველოს ლიტველ მეგობართა წრეში უკვე არაფორმალურად დამკვიდრებული საქართველოს ავთენტური სახელწოდება თითოეული ლიტველისთვის კარგად ნაცნობი და ყოველდღიურობაში გამოყენებადი გახდება. აღნიშნული ფაქტის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ვფიქრობთ, თამამად შეგვიძლია ამ დღეს ვუწოდოთ საქართველო-ლიტვის მეგობრობის დღე”, – განაცხადა ლიტვაში საქართველოს ელჩმა, ხათუნა სალუქვაძემ.

 


მისივე თქმით, საქართველოს საელჩო ლიტვის რესპუბლიკაში განახორციელებს შესაბამის ცვლილებებს, წარწერები შეიცვლება ვილნიუსში საქართველოს საელჩოს შენობაზე, ასევე საპატიო საკონსულოსა და ვილნიუსის თბილისის სახელობის სკვერში.

 


„აღნიშნული ცვლილებების შესახებ ინფორმირებული იქნებიან ლიტვაში დარეგისტრირებული ქართული სათვისტომოები და საქართველოზე ორიენტირებული ტურისტული სააგენტოები”, – განაცხადა ელჩმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი