ჰავაის ყველაზე დიდ კუნძულზე, საცხოვრებელი რაიონის სიახლოვეს, კილუეას მთაზე ვულკანის ამოფრქვევის გამო საგანგებო მდგომარეობა და 1 700 ადგილობრივი მცხოვრების სავალდებულო ევაკუაცია გამოცხადდა.

ამერიკულმა „წითელმა ჯვარმა“ ევაკუირებულთათვის თავშესაფარი გახსნა. როგორც BBC იუწყება, ვულკანის აფეთქებამდე, ბოლო დღეებში რეგიონში რამდენიმე მძლავრი მიწისძვრა მოხდა. ჰავაის გუბერნატორმა დევიდ იგემ განაცხადა, რომ მან, ათასობით ევაკუირებული ადამიანის დასახმარებლად, ეროვნული გვარდიიდან სამხედრო რეზერვისტები გამოიძახა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.