საქართველოს პრეზიდენტისთვის მოტივირებული განცხადებით მიმართვის გარეშე, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ორმაგი მოქალაქეობა ვერ მიენიჭება, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი კვერენჩხილაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, იმისათვის, რომ პირმა საგამონაკლისო წესით მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, მოტივირებული განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს პრეზიდენტს და თან დაურთოს იმ ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომლის მოქალაქეც არის.
“შესაბამისად, პირის მოტივირებული პირადი განცხადება სავალდებულოა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ამ მოტივირებული განცხადების გარეშე გამონაკლისის სახით პრეზიდენტს არ შეუძლია მოქალაქეობა მიანიჭოს”,-აღნიშნა პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა.
რაც შეეხება მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევას, კვერენჩხილაძის განმარტებით, ამ შემთხვევაში მოქალაქეობის ჩამორთმევა არ ხდება, ხდება უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის მოქალაქეობის შეწყვეტა.
“ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს მოქალაქეობის დაკარგვასთან. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რომელიც მოქალაქეობის საკითხებს არეგულირებს, გახლავთ ავტომატური საფუძველი პირისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის, ეს საფუძველი ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ პირმა მიიღო უცხო ქვეყნის მოქალაქეობა. მოქმედი კანონმდებლობით, ავტომატურობა გულისხმობს იმას, რომ ეს პრეზიდენტის დისკრეცია არ გახლავთ ამ შემთხვევაში, პირს ავტომატურად ჩამოერთმევა საქართველოს მოქალაქეობა, თუ დადასტურდა, რომ გახდა უცხო ქვეყნის მოქალაქე. ამ შემთხვევაში იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები დასაბუთებული წარდგინებით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს და ამის შემდეგ ხდება მოქალაქეობის ჩამორთმევა”, – განაცხადა კვერენჩხილაძემ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.