ფიქრია ჩიხრაძე: ირაკლი კობახიძე დღესვე უნდა მიდიოდეს პროკურატურაში და სათანადო ორგანოებს შესაბამის ინფორმაციას უნდა აძლევდეს
04-05-2018, 16:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის პოლიტიკური მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე შეწყალების საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება. მისი შეფასებით, კობახიძის განცხადება მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი არ არის.

 

 

„ის კი არ არის მთავარი ჩვენ რას ვუპასუხებთ ირაკლი კობახიძეს, ისეთი განცხადებები გაკეთდა, მათ შორის კორუფციაში დადანაშაულების კუთხით, მიზანმიმართულ საბოტაჟთან დაკავშირებით, რომ ირაკლი კობახიძე, ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი, დღესვე უნდა მიდიოდეს პროკურატურაში და სათანადო ორგანოებს შესაბამის ინფორმაციას უნდა აძლევდეს. ამ შემთხვევაში, ეს არ არის კონკრეტულად პრეზიდენტის პრესტიჟის ან სხვა საქმე, აქ არის სახელმწიფოს პრესტიჟზე საუბარი, როდესაც ქვეყნის მეორე პირი ამხელს ქვეყნის პირველ პირს ძალიან მძიმე დანაშაულებში, ეს არ შეიძლება განვიხილოთ, როგორც მხოლოდ პოლიტიკური განაცხადი“, აცხადებს ფიქრია ჩიხრაძე.

 

 

ირაკლი კობახიძემ პარლამენტში განაცხადა, რომ პრეზიდენტის მიერ შეწყალების უფლებამოსილება არის ბოროტად გამოყენებული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი