გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარს შეხვდა
04-05-2018, 16:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ტოივო კლაარს შეხვდა.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას, საუბარი შეეხო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივას - „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების მოსახლეობის ჰუმანიტარულ და სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, ნდობის აღდგენასა და შერიგების პროცესის გააქტიურებას ისახავს მიზნად.

 

 

ყურადღება გამახვილდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების როლზე კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესში და მოლაპარაკებების ფორმატის კიდევ უფრო გააქტიურების მნიშვნელობაზე.

 

 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების პროცესში თანამშრომლობის საკითხებზე და ხაზი გაუსვეს ამ პროცესში წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის პოზიტიურ ჩართულობას.

 

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს მადლობა გადაუხადა იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რასაც იგი ეწევა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი