ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრების მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დავით ქევხიშვილმა განცხადება ჟურნალისტებთან აღმასკომის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„ბუნებრივია, თანამდებობას, არავინ არის გამოკიდებული, თუმცა, სპორტსმენების რაღაც ჯგუფი უსაფუძვლოდ ითხოვს ამას. რაც თვითონ სახელმწიფოსა და სისტემისთვის არ არის სწორი. ყველა საკითხში, რომელზეც ისინი საუბრობენ, მართალი ვარ და ტყუილად მწამებენ ცილს. ჩემი მხრიდან, მათთან მიმართებაში მხოლოდ გვერდში დგომა და პატივისცემა იყო გამოხატული", აცხადებს ქევხიშვილი.
საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების ძიუდოისტები ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.