"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლები მომავალ კვირას უკრაინაში გამგზავრებასა და მიხეილ სააკაშვილთან კონსულტაციების გამართვას გეგმავენ.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ მაჭავარიანის ცნობით, პარტიის თავმჯდომარეობასთან დაკავშირებულ საკითხზე საუბარი იურიდიული პროცედურების შემდეგ იქნება.
მაჭავარიანის ინფორმაციით, მოქმედი კანონმდებლობით მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მოქალაქეა, ხოლო მისთვის მოქალაქეობის შეწყვეტის საკითხი დაკავშირებულია პროცედურასთან, რაც თავის მხრივ, პოლიტიკურ ნებაზეა დამოუკიდებული.
როგორც მაჭავარიანი აცხადებს, მთავრობას შეუძლია, მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა შეუნარჩუნოს, კერძოდ კი, მას საქართველოს მოქალაქეობა ყოველგვარი მიმართვის გარეშე მიანიჭოს.
"საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უნდა დაიწყოს პროცედურები. აღნიშნული გადაწყვეტილება ორი ქვეყნის მთავრობას არ მოეწონა, ერთია, რუსეთის პრემიერ-მინისტრი და მეორე საქართველო პრეზიდენტი და იუსტიციის მინისტრი. იუსტიციის მინისტრმა უნდა მოიკვლიოს საბუთები და პრეზიდენტს მიმართოს შუამდგომლობით, მიხეილ სააკაშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტასთან დაკავშირებით. დაველოდოთ ამ გადაწყვეტილებას. ჩვენ ველოდებით, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იქნება. საკითხს გადაწყვეტს ბიძინა ივანიშვილი", - აცხადებს მიხეილ მაჭავარიანი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.