თბილისში, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის სამხედრო თემატიკის გამოფენა გაიხსნა.
ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. გამოფენა 7 მაისამდე გაგრძელდება.
ღონისძიება დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ გახსნა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს სამხედრო ისტორიას იცნობდნენ და ეს ცოდნა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ასევე ქვეყნის განვითარებას მოახმარონ.
ღონისძიების გახსას დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმის კადეტები და სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. მათ ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის შეიარაღებული ძალების შესახებ საჯარო ლექცია წაუკითხა.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის სამხედრო თემატიკის ფოტო და დოკუმენტური საარქივო მასალების ასლები; მათ შორის, რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში მონაწილე უფროსი კურსის იუნკერთა სიის ნაწილი, 1918 წელს გადაღებული ფოტო - გენერალი გიორგი კვინიტაძე გერმანელ სამხედროებთან ერთად, სამხედრო სამინისტროს თანამშრომლები, ქართველი არტილერისტები და სახალხო გვარდიელები, 1919 წლის დოკუმენტი, თუ როგორი იყო შეიარაღებული ძალების სტრუქტურა, ან ოფიცერთა ატესტაციის პროექტი, ასევე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო ფოტოები.
ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.