შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ინტენსიური მუშაობის შედეგად, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, თბილისში, სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, კახეთში, გურიასა და აჭარაში მომხდარი ქურდობისა და ქურდობის მცდელობის 14 ფაქტზე 12 პირი დააკავეს, 11 კი ამხილეს. პოლიციელთა აქტიური ოპერატიული მუშაობის შედეგად, აღკვეთილია ქურდობის 2 ფაქტი.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალციხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული გ.კ., ქურდობის ბრალდებით, ახალციხეში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტატანისში მდებარე სასაფლაოდან 7 საფლავის კარი და ღობის ალუმინის დეტალები მოიპარა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა ნაქურდალი ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს.
გარდა ამისა, გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ინტენსიური ოპერატიული მუშაობის შედეგად, ბათუმში სწრაფი ჩარიცხვის გაქურდვის ფაქტი აღკვეთეს.
ლანჩხუთის რაიონული სამმართველოს და აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, ქურდობისა და ქურდობის მცდელობის ფაქტზე 4 პირი ამხილეს.
მხილებულები არიან: 1997 წელს დაბადებული ვ.ქ., 1997 წელს დაბადებული გ.გ., 2000 წელს დაბადებული ა.მ. და 2000 წელს დაბადებული ნ.ბ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინფორმაციას შს სამინისტრო ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.