თავდაცვის სამინისტროში მუდმივმოქმედი უწყებათშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა
05-05-2018, 11:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სახელმწიფო თავდაცვის პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციის მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისიის პირველი სხდომა გაიმართა.

 

 

მუდმივმოქმედი უწყებათაშორისი კომისია საქართველოს პრემიერ-მინისტრის მხარდაჭერითა და მთავრობის დადგენილებით, მიმდინარე წლის 10 აპრილს შეიქმნა. სხდომას, რომელსაც თავდაცვის მინისტრი, ლევან იზორია ხელმძღვანელობდა, ვიცე-პრემიერები, დიმიტრი ქუმსიშვილი, მიხეილ ჯანელიძე, გიორგი გახარია, ასევე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის, ფინანსთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საინისტროების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თანამდებობის პირები დაესწრნენ.

 

 

შეხვედრაზე მიღებული იქნა უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის ჩამოყალიბების გადაწყვეტილება, რომელიც ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის დოკუმენტზე იმუშავებს და საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით იხელმძღვანელებს.

 

 

საუბარი შეეხო უწყებათაშორისი თანამშრომლობის მნიშვნელობას, სხვადასხვა უწყების მხრიდან კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს შეიარაღებული ძალების მხარდაჭერას, ტოტალური თავდაცვის კონცეფციის განხორციელებასა და ამ პროცესში სხვადასხვა უწყების როლს. ლევან იზორიას განცხადებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ ეროვნული თავდაცვის სტრატეგიის პროექტზე მუშაობა უკვე დაიწყო, შემდეგ ეტაპზე კი მზადყოფნის გეგმების შემუშავება და განხორციელება სახელისუფლებო მიდგომის ფარგლებში, შესაბამისი უწყებების ჩართულობით მოხდება.

 

 

ინფორმაციას თავდაცვის უწყების პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი