ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ძირითადი ჯგუფის ორგანიზებით, დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის მიზნით, საქველმოქმედო სპორტული აქცია გაიმართა.
სპორტულ შეჯიბრებაში საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებსა და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაშავებულმა სამხედროებმა მიიღეს მონაწილეობა.
მათ სპორტულ კლუბში „წრე“ სარბენ ბილიკებსა და ველოტრენაჟორებზე ირბინეს. შეჯიბრში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლები, უცხოელი მრჩევლები და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის თანამშრომლებიც მონაწილეობდნენ.
საქველმოქმედო ღონისძიების ფარგლებში შემოსული თანხები „დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდში“ ჩაირიცხება. „დაჭრილ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის ფონდი“ გასული წლის ოქტომბერში შეიქმნა და მიზნად ისახავს დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების დახმარებას სხვადასხვა მიმართულებით. ფონდი აქტიურად თანამშრომლობს ამერიკულ კომპანიებთან, როგორიცაა Azalea Charity, Allied Forces Foundation.
სპორტული შეჯიბრება თავდაცვის სამინისტროს სოციალურ საკითხთა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის დეპარტამენტისა და სპორტული კლუბ „წრის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.