ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომის მოთხოვნით ვაკის პარკში აქციას მართავენ. ძიუდოისტები აცხადებენ, რომ თუ ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს, ისინი აღარ ივარჯიშებენ და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
ვარლამ ლიპარტელიანის თქმით, სპორტსმენები, ორშაბათს, 7 მაისს ფედერაციის პრეზიდენტთან პირადად შეხვედრასა და გასაუბრებას აპირებენ.
„მრავალჯერ ვიტყვი, რომ ეს ადამიანი არ არის კარგი ძიუდოსთვის, ეს ადამიანი არ ქმნის ჯანსაღ სიტუაციას, ეს ადამიანი მართავს ერთპიროვნულად. ამის უამრავი მაგალითი მოვიყვანეთ, უამრავ ადამიანთან ვისაუბრეთ და მედიასაშუალებასთან დავაფიქსირეთ. მე იმედი მაქვს და კიდევ მჯერა მისი გონიერების, რომ მიიღებს ჯანსაღ გადაწყვეტილებას და დატოვებს თანამდებობას. თანამდებობაში არ ვგულისხმობ, ყვარლის საკრებულოს წევრის თანამდებობას, არამედ, ამ შემთხვევაში ვგულისხმობ ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის სკამს. მისთვის ის, მხოლოდ სკამია მეტი არაფერი. ჩვენთვის კი, ყველა სპორტსმენისთვის, ის არის მთელი ერისა და ქართველი ხალხის ფედერაცია. უამრავი ბრალდება და ცილისწამება მოვისმინეთ მისგან. იმის მერე, რაც სოციალურ ქსელში მოჰყვა გამოხმაურება, რომ ტურნირზე მე ჩემი ხარჯით მივდიოდი, მომიგზავნა ადამიანი და მითხრა, რომ გთხოვთ, შეიკავოთ თავი ხმამაღალი განცხადებებისგან და ამ ფულს მერე ჩვენ აგინაზღაურებთო. ეს თანხა რამდენიმე თვის მერე ჩაირიცხა. მე რომ საშუალება პირადულად არ მქონოდა, როგორ შევძლებდი ტურნირზე წასვლას,“ განაცხადა ნაკრების კაპიტანმა, ვარლამ ლიპარტელიანმა „რუსთავი 2"-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.