თბილისის მერი, კახა კალაძე რიყის პარკში, ევროპის დღეების საზეიმო გახსნის ღონისძიებას დაესწრო.
კახა კალაძემ შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ევროპის დღეები მიულოცა და საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„ჩვენი მიზანი და სწრაფვა იმ დიდ ოჯახში გაწევრიანებაა, რასაც ევროპა ჰქვია. მესმის, რთულია ეს გზა, მაგრამ ერთიანი ძალიახმევით შევძლებთ რეფორმების გატარებას, ბარიერების გადალახვას, საბოლოოდ მივაღწევთ შედეგს და ვიქნებით იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპული გაერთიანება ჰქვია. ბოლო წლების განმავლობაში, საქართველომ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით და ზუსტად ამის შედეგია ის, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს დღეს თავისუფლად შეუძლიათ ევროპულ ქვეყნებში გადაადგილება ქართული პასპორტით, ყოველგვარი ვიზების გარეშე.
ჩვენ ვართ ევროპული ქვეყანა, ჩვენ ვართ ევროპელები ჩვენი მსოფლმხედველობით, ჩვენი მრავალფეროვანი კულტურით, ჩვენი წარსულით, ჩვენი ისტორიით. ამ ყველაფერს უნდა გავუფრთხილდეთ და მოვუაროთ. სწორედ ამით ვართ საინტერესო ყველასთვის. ბოლოს მინდა დავასრულო ზურაბ ჟვანიას სიტყვებით - მე ვარ ქართველი, მაშასადამე, მე ვარ ევროპელი”, განაცხადა კახა კალაძემ, როგორც ამას დედაქალაქის მერიის პრესსამსახური იუწყება.
ევროპის დღეების საზეიმო გახსნაზე სიტყვით გამოვიდნენ ასევე ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი საქართველოში, იანოშ ჰერმანი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე. იანოშ ჰერმანმა კახა კალაძეს ევროპის დღეების ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.
ევროპის დღეები 2018-ის ფარგლებში რიყის პარკში, „ევროსოფელი“ მოეწყო. სტუმრებთვის, ღია ცის ქვეშ, სხვადასხვა შემეცნებითი, გასათობი და სპორტული აქტივობა განხორციელდა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.