ლატვიის პრეზიდენტი რაიმონდს ვეიონისი საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად თბილისს 26 მაისს ეწვევა
05-05-2018, 19:33

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დღეს ლატვიის რესპუბლიკის ახლადდანიშნულმა ელჩმა საქართველოში ინგრიდა ლევრენსიმ რწმუნებათა სიგელები გადასცა.

 


სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ, სახელმწიფოს მეთაურმა ახლადდანიშნულ ელჩთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა.

 


მხარეებმა საქართველოსა და ლატვიას შორის არსებული მეგობრული ურთიერთობა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმები განიხილეს.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ლატვიელმა დიპლომატმა გიორგი მარგველაშვილს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, არაღიარების პოლიტიკის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფების მტკიცე მხარდაჭერა.

 


შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, ლატვიის პრეზიდენტის რაიმონდს ვეიონისის ვიზიტს საქართველოში, რომელიც გიორგი მარგველაშვილის მოწვევით 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღებს მონაწილეობას.

 


ინგრიდა ლევრენსიმ აღნიშნა, რომ ლატვიის რესპუბლიკის ელჩის რანგში, იგი ძალისხმევას არ დაიშურებს ორი ქვეყნის ურთიერთობების კიდევ უფრო გააქტიურების საქმეში. საქართველოს პრეზიდენტმა ლატვიის ახლადდანიშნულ ელჩს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი