კიბოსთან მებრძოლ ჯონ მაკკეინს, რომელიც „ძალიან სარისკო მდგომარეობაშია“, არ სურს მის დასაფლავებაზე დონალდ ტრამპი მივიდეს
06-05-2018, 11:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ამერიკელი სენატორის, ჯონ მაკკეინის ძალიან ახლო მეგობრებმა შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციას შეატყობინეს, რომ არ სურთ სენატორის დასაფლავებაზე დონალდ ტრამპი იხილონ და მათი ახლანდელი გეგმაა, დასაფლავების ცერემონიას ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი დაესწროს, წერს გაზეთი The New York Times-ი.

 


ამერიკული გამოცემის თანახმად, მაკკეინი, რომელსაც გასულ წელს ტვინის კიბო დაუდგინდა, თავის არიზონას რანჩოზე მისმა ახლო მეგობარმა, აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მოინახულა და მასთან რამდენიმე საათი გაატარა, სადაც ძველმა მეგობრებმა ერთმანეთს თავიანთი მოგონებები გაუზიარეს, თუმცა მაკკეინის საძინებელ ოთახში მათი საუბარი არა მხოლოდ ნოსტალგიურ წარსულს, არამედ ქვეყნის ამჟამინდელ მდგომარეობასა და მომავალსაც შეეხო.

 


„ჯონმა იცის, რომ იგი ძალიან, ძალიან სარისკო მდგომარეობაშია, და ის ჯერ კიდევ სწუხს ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. ჩვენ ვისაუბრეთ იმის შესახებ, თუ როგორ არის ჩვენი საერთაშორისო რეპუტაცია დაზიანებული და იმაზე, რომ საჭიროა ხალხი აღდგეს და გულწრფელად ისაუბროს“, განაცხადა ბაიდენმა ინტერვიუში.

 


გაზეთი წერს, რომ მას არავინ არ ემშვიდობება პირდაპირ. როგორც ეს მისმა მეგობარმა, ყოფილმა ადმინისტრაციის უფროსმა, გრანტ ვუდსმა თქვა, მაკეინს „არ მოსწონს აშკარა სენტიმენტალობა“. მაგრამ მასთან მისული სტუმრები ეუბნებიან მას, თუ როგორ უყვართ იგი და რამდენად დიდ რამეს ნიშნავს ის მათთვის - და ერთად, ისინი იზრუნებენ დაუმთავრებელ საქმეზე.

 


„რესპუბლიკელმა“ სენატორმა გაამხნევა ყოფილი „დემოკრატი“ ვიცე-პრეზიდენტი, არ წავიდეს პოლიტიკიდან, როგორც ეს ბაიდენმა განაცხადა.

 


ბაიდენმა შესაძლოა, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა.

 


როგორც ამერიკული გამოცემა წერს, 81 წლის მაკკეინის ჯანმრთელობის მდგომარეობა უახლოესი პოლიტიკური ინტერესის საგანსაც წარმოადგენს.

 


მაკკეინის მომავალმა შესაძლოა განსაზღვროს ის, თუ რამდენად შეინარჩუნებენ „რესპუბლიკელები“ თავიანთ უმრავლესობას სენატში, რომელიც ერთი მანდატის უპირატესობით აქვთ. თუკი სენატორი მაისის ბოლომდე გარდაიცვლება ან გადადგება, ყველაზე უფრო მეტადაა მოსალოდნელი, რომ საგანგებო არჩევნები ამ შემოდგომაზე გაიმართოს. მაგრამ არიზონას კანონის თანახმად, თუკი ის სენატში ივნისშიც დარჩება, შესაძლოა, არჩევნები 2020 წლამდე არ ჩატარდეს.

 


მაკკეინის არიზონას რანჩოზე მნახველების ნაკადი არ წყდება. მასთან გასულ შაბათ-კვირას ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე ჯილი იმყოფებოდნენ. ასევე გასულ კვირას მაკკეინის სანახვად აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ დაბლიუ ბუში იყო მისული და უთხრა, რომ ქვეყანას ენატრება იგი.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი