საქართველოს პრემიერ-მინისტრი სამეგრელოს რეგიონს ეწვევა
01-06-2015, 08:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ხვალ სამეგრელოს რეგიონს ეწვევა. 13:30 საათზე, მთავრობის მეთაური სოფელ ცაიშში, კომპანია STIMOR Associate-ის სასათბურე მეურნეობას დაათვალიერებს, რომელიც პროგრამის - "აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, 2 მილიონი აშშ დოლარით დაფინანსდა.


14:00 საათზე, პრემიერ-მინისტრი ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილთან და აშშ-ის ელჩ რიჩარდ ნორლანდთან ერთად, ქალაქ ზუგდიდში McDonald’s -ს გახსნის და მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს უმასპინძლებს.


14:30 საათზე, ირაკლი ღარიბაშვილი დადიანების სასახლეს ესტუმრება, სადაც სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში არსებული კულტურული ძეგლების, ზუგდიდის ცენტრალური სტადიონისა და ბოტანიკური ბაღის რეაბილიტაციის პროექტებს დაათვალიერებს.


მთავრობის მეთაური ასევე დაესწრება აშშ-ს საელჩოს მიერ დადიანების ეკატერინეს სასახლის რეაბილიტაციის პროექტის პრეზენტაციას. დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვით გამოსვლა.

 


15:20 საათზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზუგდიდში, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, აშშ-ს მთავრობის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ბაზრობას დაათვალიერებს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდება.


სამეგრელოს რეგიონში სტუმრობისას, ირაკლი ღარიბაშვილი 16:00 საათზე სოფელ რუხშიც ჩავა, სადაც მშენებარე მულტიფუნქციური საავადმყოფოსა და სავაჭრო ცენტრის პროექტებს გაეცნობა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი