ზემო სვანეთში, ზურულდის მთაზე, სახელგანთქმული მთამსვლელი რაინჰოლდ მესნერი „კავკასიის მთის ცენტრის“ მშენებლობას გეგმავს
06-05-2018, 12:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ზემო სვანეთში, მესტიის მუნიციპალიტეტში, ზურულდზე „კავკასიის მთის ცენტრის“ მშენებლობა იგეგმება. აღნიშნული პროექტის დეტალებზე საქართველოს პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა და მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა, რაინჰოლდ მესნერმა იმსჯელეს.

 


ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა - ტურიზმის შემდგომი განვითარებისა საქართველოში. ჩვენ ძალიან მოხარულნი ვართ, რომ პროექტი იწყება და დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ერთ-ერთი საჩვენებელი ადგილი მთელ საქართველოში და მთელ რეგიონში. ეს იქნება უდიდესი ბიძგი მთის ტურიზმის განვითარებისთვის და რა თქმა უნდა, მოიზიდავს უამრავ ტურისტს, რომლებიც ეზიარებიან იმ უნიკალურ კულტურას, რასაც ჰქვია საქართველო, რასაც ჰქვია სვანეთი და ყველაფერი ამის პარტნიორი იქნება რაინჰოლდ მესნერი, ადამიანი, რომლის სახელიც ცნობილია მთელი მსოფლიოს მასშტაბით, - ასე შეაფასა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა „კავკასიის მთის ცენტრის“ პროექტი, როგორც ამას პრემიერის ადმინისტრაცია იტყობინება.

 


მსოფლიოში ცნობილმა მთამსვლელმა რაინჰოლდ მესნერმა „კავკასიის მთის ცენტრის“ შექმნის შესახებ გადაწყვეტილება 2017 წლის ივლისში, საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ მიიღო. მესნერი, წლებია, იტალიის ალპებში მთის მუზეუმების ქსელს ავითარებს და „კავკასიის მთის ცენტრი“ სწორედ, ამ ქსელის შემადგენელი ნაწილი იქნება.

 


ცნობილი ალპინისტი, გასულ წელს გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, ქართულ მთებს სივრცითი დაგეგმარების ექსპერტებთან და „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო. ამჯერად, რაინჰოლდ მესნერი სპეციალურ ვიზიტად ეწვია ზემო სვანეთს და მშენებლობისთვის განკუთვნილი ტერიტორია ცნობილ არქიტექტორ ვერნერ ჩოლთან ერთად დაათვალიერა, რის შემდეგაც პროექტის დეტალებზე საქართველოს პრემიერ მინისტრთან, გიორგი კვირიკაშვილთან ერთად იმსჯელა.

 


მთავრობის მეთაურის შეფასებით, „კავკასიის მთის ცენტრი“ იქნება მნიშვნელოვანი ბიძგი მთამსვლელებისთვის და საქართველოში ამ მიმართულების სამომავლო განვითარებისთვის.

 


„ჩვენ ვიწყებთ პროექტს - კავკასიის მთის მუზეუმს. მუზეუმი დაპროექტდება საუკეთესო არქიტექტორის მიერ. რაინჰოლდ მესნერს ვიზიტისას თან ახლდა - ვერნერ ჩოლი. იგი გახლავთ იტალიაში ერთ-ერთი საუკეთესო არქიტექტორი, რომელიც ასევე გახლავთ 2016 წლის - წლის არქიტექტორი. მის მიერ დაპროექტდება მუზეუმი და ის იქნება მესნერის მუზეუმების ქსელის პარტნიორი მუზეუმი. ეს იმას ნიშნავს, რომ ევროპის მასშტაბით მის ყველა მუზეუმში მისული სტუმარი მიიღებს ინფორმაციას მესტიის შესახებ, სვანეთის შესახებ და საქართველოს შესახებ“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


რაინჰოლდ მესნერის თქმით, პროექტი დიდი შესაძლებლობაა, რომ საქართველო მოექცეს მსოფლიო ალპინიზმის ყურადღების ცენტრში, რისი პოტენციალიც ქვეყანას ნამდვილად გააჩნია.

 


„კავკასიის მთის ცენტრი“ მთელ მსოფლიოს მოუთხრობს ადამიანისა და მთის ურთიერთობების შესახებ. მშენებლობას ჩვენ, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან დავიწყებთ. თქვენი ბუნება ერთ-ერთი ულამაზესია მსოფლიოში, განსაკუთრებით უშბა - უმნიშვნელოვანესი მთა ალპინიზმის ისტორიაში. თქვენი მთები იდეალურია ალპინიზმისა და სამთო ტურებისთვის. ვფიქრობ, კავკასიის მთები მალე არაფრით ჩამოუვარდება ალპებს - მთელი მსოფლიოს მასშტაბით ალპინისტების, სამთო ტურების მოყვარულების ყურადღების მიპყრობის თვალსაზრისით, - აღნიშნა მსოფლიოში ცნობილმა ალიპინისტმა პრემიერ მინისტრთან გამართული შეხვედრის შემდეგ.

 


მთავრობის მეთაურმა მესნერის წინა ვიზიტიც გაიხსენა და „კავკასიის მთის ცენტრის“ პროექტს უნიკალური უწოდა.

 


„მე პროექტის მესნერის ხელით დახაზული სქემაც მაქვს შენახული. ეს არის მუზეუმი, რომელიც ყველა მხრიდან გახსნილია და მისი ყველა მიმართულებიდან ჩანს უნიკალური ხედები. აბსოლუტურად ჰარმონიაშია მთებთან, განსაკუთრებით უშბასთან. მდებარეობს მაღლა, მთაში, სადაც მისასვლელი საბაგირო გზითაა. რა თქმა უნდა საავტომობილო გზაც არის. ამ მუზეუმიდან ჩანს ყველაფერი და ეს მუზეუმი ჩანს ყველა მხრიდან, ასე რომ, მართლაც უნიკალური პროექტია და ძალიან მიხარია ამ პროექტის დაწყება“, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 


მთავრობის მეთაურმა, ცნობილმა ალპინისტმა და არქიტექტორმა „კავკასიის მთის ცენტრის“ პროექტის დეტალები პირველ ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილთან, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ მაია ცქიტიშვილთან, „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელთან ალექსანდრე ონოფრიშვილთან, და მთის დამგეგმავთან, გიორგი გოცირიძესთან ერთად განიხილეს. შეხვედრას, აგრეთვე, ასოციაციის - „ქართული ღვინო“ აღმასრულებელი დირექტორი თინა კეზელი ესწრებოდა. ქართულ მთებთან ერთად მესნერი განსაკუთრებულად, სწორედ, ქართული ღვინის უძველესმა კულტურამ დააინტერესა.

 


რაინჰოლდ მესნერი მსოფლიოში პირველი მთამსვლელია, რომელმაც 1980 წელს ევერესტი ჟანგბადის აპარატის და ტექნიკური აღჭურვილობის გარეშე დაიპყრო და თოთხმეტივე 8000-მეტრიანი მწვერვალი დალაშქრა.

 


ალპინისტმა ურთულესი ასვლების განხორციელება 13 წლის ასაკიდან დაიწყო. ამ პერიოდში იგი, თავის 11 წლის ძმასთან ერთად, ევროპის საუკეთესო მთამსვლელებში შედიოდა. მესნერი პირველია, რომელმაც ფეხით გადაკვეთა ანტარქტიდა, გრენლანდია და გობის უდაბნო. გამოქვეყნებული აქვს 80-ზე მეტი წიგნი, რომლებშიც თავის მოგზაურობასა და თავგადასავლებს აღწერს. იგი ასევე იყო ევროპარლამენტის წევრი.

 

 

კომენტარები: 60
#60   Heriberto
      
References:


Quick payout payid casino https://pads.zapf.in/JfZw43zuT8SfXeGJ9ULCRw
19 ნოემბერი 2026 20:38
#59   Willy
      
References:


Payid casino without verification https://docs.monadical.com/9AamZsVXSf-5XPMnOsig2Q
19 ნოემბერი 2026 18:18
#58   Catherine
      
References:


Payid betting sites australia https://dok.kompot.si/
19 ნოემბერი 2026 14:19
#57   Nestor
      
19 ნოემბერი 2026 13:38
#56   Bella
      
References:


Australian casinos that accept payid https://dok.kompot.si/UH16KUnQSrCPZzaE_-58VQ
18 ნოემბერი 2026 15:20
#55   Glenna
      
References:


Safe bank transfer casino Australia real money wire transfer casino Australia
14 ნოემბერი 2026 05:11
#54   Lakeisha
      
References:


E wallet casino australia real money https://pad.froscon.org/t14WIHZaT2WkvxTQoTKrXQ
14 ნოემბერი 2026 03:28
#53   Frederick
      
References:


Casino virtuel apple pay sibze.ru
14 ნოემბერი 2026 00:51
#52   Klaudia
      
References:


Instant withdrawal pokies bank transfer australia
wire transfer casino processing
time
13 ნოემბერი 2026 17:02
#51   Royce
      
Damit du in einer Online Spielhalle oder im Online Casino mit
Sofortüberweisung spielen kannst, musst du erst einmal einige Voraussetzungen erfüllen. Als Neukunde stehen dir 100% bis zu
100€ Bonus zur Verfügung. Für deine Ein- und Auszahlungen kannst du
im Kassenbereich auswählen, welchen der seriösen Dienstleister du nutzen möchtest.



References: https://pastroots.top/d/462-top-casino-sofortuberweisung-sicher-einzahlen-im-che
ck
12 ნოემბერი 2026 00:19
#50   Ted
      
References:


Pokies online australia payid aus payid casino
11 ნოემბერი 2026 11:42
#49   Theodore
      
References:


Online casino australia neosurf top
rated neosurf casinos aus
11 ნოემბერი 2026 00:38
#48   Jetta
      
References:


Casino auszahlung auf sofortüberweisung klarna casino bonus
10 ნოემბერი 2026 11:33
#47   Noreen
      
References:


Online pokies that accept payid https://dudoser.com
10 ნოემბერი 2026 01:04
#46   Fleta
      
References:


Online pokie casino payid
casinos aus
10 ნოემბერი 2026 00:47
#45   Christen
      
References:


Neosurf casinos for australian players neosurf casino promo codes australia
9 ნოემბერი 2026 07:26
#44   Latia
      
9 ნოემბერი 2026 06:30
#43   Adan
      
References:


Can you withdraw with neosurf neosurf casino free spins australia
9 ნოემბერი 2026 05:47
#42   Ashton
      
References:


Best online casinos with wire transfer payment australian direct bank
transfer casinos
8 ნოემბერი 2026 14:29
#41   Kellye
      
References:


Register at wire transfer casino australia Westpac casino bank
transfer
8 ნოემბერი 2026 12:58
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *


უკან1 2 3 წინ


მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი