გიორგობისა და ხონელობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ხონის მუნიციპალიტეტში არაერთი ღონისძიება მოეწყო
06-05-2018, 17:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

6 მაისს, გიორგობისა და ხონელობის დღესასწაულთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტში არაერთი ღონისძიება მოეწყო. დილიდან, საზეიმო წირვა-ლოცვა მიმდინარეობდა ხონის წმინდა გიორგის სახელობის საკათედრო ტაძარში, რომლის დასრულების შემდეგ ქალაქის ქუჩებში ლიტანიობა გაიმართა. სადღესასწაულო კულტურული და სპორტული ღინისძიებები ცენტრალურ ბულვარში სასულე ორკესტრის ფონზე მიმდინარეობდა.

 

 

ყვავილების, ყველის, ჩაის გამოფენა – გაყიდვა, საბავშვო ბაღების აღმზრდელთა, სამხატვრო და საჯარო სკოლების მოსწავლეთა, ახალგაზრდა ტექნიკოსთა სახლის შემოქმედთა, ნამუშევრების გამოფენა… კარატე, ხრიდოლი, ჭადრაკი, ნარდი, შაში, მკლავჭიდი…

 

 

 

ღონისძიებებს, ადგილობრივ საჯარო მოხელეებთან ერთად, მინისტრები, იმერეთის სამხარეო გუბერნიისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, დელეგაციები დამეგობრებული ევროპული ქალაქებიდან, იმერეთის მუნიციპალიტეტების მერები, საკრებულოს თავმჯდომარეები და სხვა მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. გიორგობისა და ხონელობის დღესასწაულის აღნიშვნის მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ღია კარის დღე ხონის ისტორიული მუზეუმში, კულტურული ღონისძიებები სიყვარულის სკვერში.

 

 

 

 

დღესვე, ხელი მოეწერა ქალაქების ხონისა (საქართველო) და იზიუმი ( უკრაინა)მეგობრობის, ასევე ხონისა (საქართველო) და ტუკუმსის (ლატვია) საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმებს. ტრადიცია გაგრძელდა – საკრებულოსთან არსებულმა „საპატიო ხონელის წოდების მინიჭების კომისიამ“ წარდგენილ კანდიდატებს შორის ხუთი საპატიო ხონელი გამოავლინა.

 

 

საგანგებოდ მოწყობილ სცენაზე საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრს მიხეილ ჩხენკელს, გენერალ - ლეიტენანტს, საქართველოს პოლიტიკური უნივერსიტეტის კანცლერს, მეცნიერს ჯემალ გახოკიძეს, საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის პრეზიდენტს ელგუჯა მელაძესა და პედაგოგს ლიანა ბალავაძეს საპატიო ხონელის წოდების დამადასტურებელი სიგელი და მედალი ხონის მუნიციპალიტეტის მერმა ლადო ჯურხაძემ გადასცა.

 

 

 

 

დღის ბოლოს სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში გამოჩენილი მწერლისა და სახელოვანი მამულიშვილის ლეილა მესხის დაბადების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი საიუბილეო საღამო გაიმართა.

 

 

ინფორმაციას ხონის მერიის პრეს-სამსახური ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი