თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ღვინის ფესტივალს დაესწრო
06-05-2018, 20:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე მანუჩარ ფანჩულიძე განათლების, კულტურის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროს გურამ თურქაძესა და მუნიციპალიტეტის სხვა ხელმძღვანელ პირებთან ერთად ღვინის ფესტივალს დაესწრო, რომელიც კოოპერატივ „მეღვინეობა საზანოს“ დამფუძნებლის გივი ჩუბინიძის ინიციატივით ტარდება. ფესტივალი, რომელიც სახალხო დღესასწაულ „ოქონობის“ ერთგვარი გაგრძელებაა, წელს უკვე მეორედ გაიმართა. ფესტივალში 35-მა მონაწილემ 53 სახეობის ღვინო წარმოადგინა.

 


კონკურსანტები სპეციალურად შერჩეულმა ჟიურიმ შეაფასა და გამარჯვებულები გამოავლინა შემდეგ ნომინაციებში:

 


საუკეთესო კრახუნა-კოტე ქავთარაძე (ქ. თერჯოლა)

 

 

საუკეთესო ოცხანური-საფერე-კოტე ქავთარაძე (ქ. თერჯოლა)

 


საუკეთესო ციცქა-გელა გამეზარდაშვილი ( თერჯოლა, სოფ. ზედა საზანო)

 


საუკეთესო ცოლიკაური-ჯაბა ბუცხრიკიძე (ზესტაფონი, სოფ. ქვედა საზანო)

 

 

 


თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ მანუჩარ ფანჩულიძემ ფესტივალში გამარჯვებულ და მონაწილე მეღვინეებს წარმატებები უსურვა, ასევე დიდი მადლობა გადაუხადა ფესტივალის ორგანიზატორს გივი ჩუბინიძეს იმ ღვაწლისათვის, რაც იმერული ღვინოების პოპულარიზაცია-ცნობადობის ამაღლებას ემსახურება და ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით მას სამახსოვრო საჩუქარი გადასცა. ასევე, სამახსოვრო საჩუქარი გადასცა განსხვავებული ჯიშების მწარმოებელ, სოფ. ზედა საზანოში მცხოვრებ მეღვინეს ზვიად კირკიტაძეს.

 


ინფორმაციას თერჯოლის მერია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი