ველომრბოლელი ნოდარ ბერიძე წყალტუბოში იმყოფებოდა
06-05-2018, 20:56

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ცნობილი ველომრბოლელი ნოდარ ბერიძე ველომარათონს „საქართველო მშვიდობისათვის“ განაგრძობს. მან ერთხელ უკვე მოიარა ევრაზია და საქართველოში თურქეთიდან შემოვიდა. იმყოფებოდა სამეგრელოში -ენგურის ხიდზე, გამოიარა აბაშა, მარტვილი ხონი და დღეს 16:00 საათზე ის წყალტუბოში იმყოფებოდა.

 


ნოდარ ბერიძე სპორტის სასახლეში მივიდა და სპორტული კლუბების გაერთიანების უფროსს პაატა ბუჭუხიშვილს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის წარმომადგენელს ლიკა გუგუსიანს და მომავალ სპორტსმენებს შეხვდა.

 


„ამჟამად მაქვს მიზანი რომ მოვიარო მთელი საქართველო, აქედან ქუთაისში ჩავალ, შემდეგ სხვა რეგიონებსაც მოვივლი და 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს თბილისში ჩავალ ჩემი ველოსიპედით“, განაცხადა ნოდარ ბერიძემ.

 

 

„საქართველო მშვიდობისათვის“ „კავკასია მშვიდობისათვის“ ამ ეგიდით სულ მალე ველომრბოლელი ახალ ველომარათონს (ჯგუფთან ერთად) ევრაზიის კონტინენტზე დაიწყებს.

 

 

ნოდარ ბერიძე ცნობილი ველომრბოლელის ჯუმბერ ლეჟავას მენეჯერადაც მუშაობდა. მისი თქმით ჯუმბერ ლეჟავას მარშუტის განმეორება შეუძლებელია, ის ერთადერთი მშვიდობის დესპანი იყო, რომელმაც ველოსიპედით მსოფლიო მოიარა.

 

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს მერია ავრცელებს. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი