„გიორგი კვირიკაშვილი პარტიას ვერ უვლიდა, პარტიისთვის აღარ ეცალა არც კახა კალაძეს, ირაკლი კობახიძე კი მეტისმეტად ხისტი, გამოუცდელი და არცთუ ჭკვიანია“ - სანდრო თვალჭრელიძე
07-05-2018, 11:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ყოფილი პრემიერ მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში უფრო ინტენსიური ფორმით ჩართვას „ქართული ოცნების“ მმართველი პირების, გიორგი კვირიკაშვილის და კახა კალაძის მოუცლელობით და ირაკლი კობახიძის „სიხისტით და გამოუცდელობით“ ხსნის ექსპერტი სანდრო თვალჭრელიძე, რომელმაც ინტერვიუ „კვირის პალიტრას“ მისცა.

 


„სიმართლე რომ ვთქვათ, ის პოლიტიკური პროცესებისგან მაინცდამაინც შორს არასდროს წასულა. ივანიშვილი აქამდეც მუდმივად მონაწილეობდა პარტიულ თავყრილობებში, ბოლო არჩევნების გარდა, ყველა საარჩევნო კამპანიაშიც აქტიურად იყო ჩართული და ა.შ. ამის მიუხედავად, ვფიქრობ, რომ ის არ მონაწილეობდა ქვეყნის ყოველდღიურ მართვაში. პარტიას სჭირდება პარტიული ცხოვრების აწყობა, რაც „ქართულ ოცნებაში“ ვერა და ვერ მოხერხდა. გიორგი კვირიკაშვილი პარტიას ვერ უვლიდა. პრემიერ-მინისტრობა ადვილი არ არის, პარტიისთვის მას დრო ვერ დარჩებოდა. მერად არჩევის შემდეგ პარტიისთვის აღარ ეცალა არც კახა კალაძეს, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კი მეტისმეტად ხისტი, გამოუცდელი და არცთუ ჭკვიანია. ამ ყველაფერმა განაპირობა ივანიშვილის ნაბიჯი. ვისი ბრალია ეს? ვინ შეარჩია ეს გუნდი? - ბიძინა ივანიშვილმა! სწორედ მან შეკრიბა ადამიანები, რომელთაც სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღება მართლაც ძალიან უჭირთ და ივანიშვილს მუდმივად უწევდა ამ გადაწყვეტილებების მიღებაში მონაწილეობა. მოკლედ, მან, როგორც ჩანს, იგრძნო ეს პასუხისმგებლობაც და ახლა თვითონ უნდა გამოასწოროს მდგომარეობა“, განაცხადა სანდრო თვალჭრელიძემ.

 


ექსპერტი პოლიტსაბჭოზე მიღებულ გადაწყვეტილებებს ეხმაურება და ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილს აქვს რაღაც სტრატეგია, თუ როგორ აპირებს პარტიის მართვას.

 


„ქართულ ოცნებას“ დასჭირდება განახლება, ამ ცვლილებებს კი განახლებას ვერ დავარქმევთ. ეს არც იყო ცვლილება - შეამცირეს პოლიტსაბჭოს შემადგენლობა და იქ ახალი ჯერ არავინ მოსულა. ვერ ვიტყოდი, რომ აქ ერთმნიშვნელოვნად გამოჩნდა, თითქოს ივანიშვილი რომელიმე ჯგუფის პოზიციას იზიარებს... 2012 წლიდან რასაც ვუყურებ, ბიძინა ივანიშვილს განახლება და თანამდებობებზე ადამიანების გადათამაშება უყვარს, მაგრამ არა მგონია, სამთავრობო ცვლილებები საპრეზიდენტო არჩევნებამდე განხორციელდეს; ვფიქრობ, მთავრობის განახლებას სწორედ არჩევნების შემდეგ უნდა ველოდოთ. სიმართლე გითხრათ, კვირიკაშვილი მაინცდამაინც ცუდ პრემიერად არ მიმაჩნია, მაგრამ პროცესების ანალიზი მკარნახობს, რომ პრემიერობისთვის გიორგი გახარიას ამზადებენ, თუმცა ამას გარედან დაკვირვების შედეგად ვამბობ და არა - რაიმე ინფორმაციაზე დაყრდნობით. არა მგონია, ბიძინა ივანიშვილმა რომელიმე ოფიციალური პოსტი დაიკავოს, ან თუნდაც პრეზიდენტობის კანდიდატობას აპირებდეს. ამ შემთხვევაში მას მოუწევს იმის კეთება, რაც ძალიან არ უყვარს - ეს არის მოგზაურობა“, აცხადებს სანდრო თვალჭრელიძე.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი