2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში „ქართული ოცნების“ და მისი კანდიდატის კონკურენტს ვერ ხედავს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ენძელა მაჭავარიანი, რომელიც მოქმედ პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს საერთოდ არ მიიჩნევს „ძლიერ კონკურენტად“. დეპუტატი ამბობს, რომ მარგველაშვილს, კენჭისყრის შემთხვევაში „ერთი ხმა ექნება გარანტირებული“ და ეს მისი ადმინისტრაციის უფროსის ხმა იქნება.
„ოცნების კანდიდატი იქნება ოცნების გუნდთან ერთად წარმოდგენილი და დღესდღეობით არ მგონია, რომ არსებობდეს ქვეყანაში პარტია ან გუნდი, რომელიც კონკურენციას გაუწევს „ქართულ ოცნებას“ და შესაბამისად, ასევე იქნება მისი კანდიდატიც. კანდიდატი მარტო ვერ გაიმარჯვებს, გუნდთან ერთად ის დაუმარცხებელი იქნება...
„მე არ ვფიქრობ, რომ მარგველაშვილი არის ძლიერი კონკურენტი. საერთოდ არ მგონია, რომ მარგველაშვილი... აი, როცა ჩვენ მოვუსმინეთ მარგველაშვილს, მე ვერ დავინახე რომ მას ვინმე უჭერდა მხარს, საკუთარი ადმინისტრაციის უფროსის გარდა, და ერთი ხმა ექნება გარანტირებული, ჩემი აზრით“, განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა „რუსთავი 2“-თან საუბრისას.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.