დიმიტრი ქუმსიშვილი: ჩვენი მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა
07-05-2018, 12:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„დღეს საქართველო ევროკავშირის ასოცირებული წევრია, თუმცა, ჩვენ, ქართველებს ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ უახლოეს მომავალში ევროგაერთიანების სრულფასოვანი წევრები გავხდებით", განაცხადა პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა, რომელიც რიყეზე ევროპის დღეებისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

 

 

პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, საქართველო ევროკავშირს ყოველდღიურად უახლოვდება. „მნიშვნელოვნად იზრდება ვაჭრობა - მხოლოდ პირველ სამ თვეში ვაჭრობა ევროკავშირთან 28 პროცენტით გაიზარდა. ყოველწლიურად ევროკავშირი საქართველოს 100 მილიონი ევროთი ეხმარება. ასევე აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის პროცესი ევროკავშირთან. ჩვენი მიზანი ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობაა", განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

 

 

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სამეცნიერო ლაბორატორია დაათვალიერა, რომელიც სპეციალურად პატარებისთვის იყო შექმნილი. იქვე მუშაობდა ტექნოპარკის ფაბლაბში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა, ვორქშოფები სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის, ციფრული ხატვის კუთხე. გარდა ამისა, სპეციალურად ფუნქციონირებდა უსინათლოთა საინფორმაციო კუთხე, ხოლო აქტივობების თარგმნა შესაძლებელი იყო ჟესტურ ენაზე.

 

 

პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა ასევე მონაწილეობა მიიღო საბავშვო ვორქშოფში მონაწილე ბავშვებისთვის სპეციალური სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალში.

 

 

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი