ფიცის დადების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა პირობა დადო, რომ რუსები უკეთ იცხოვრებენ.
„რუსეთი იქნება ძლევამოსილი, ხოლო ადამიანები უკეთ იცხოვრებენ“, განაცხადა პუტინმა.
მან აღნიშნა, რომ რუსეთს სჭირდება გარღვევები ყველა სფეროში.
„ჩვენ გვჭირდება გარღვევები ცხოვრების ყველა სფეროში. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ასეთი ნახტომი შესაძლებელია, რომ მხოლოდ თავისუფალმა საზოგადოებამ უზრუნველყოს“, განაცხადა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა კრემლის დიდ დარბაზში ფიცი ორშაბათს, 7 მაისს, მოსკოვის დროით 12:00 საათზე დადო.
ფიცის დადებით, პრეზიდენტის პოსტზე მეოთხედ, 6-წლიანი ვადით არჩეული ვლადიმერ პუტინი რუსეთის სახელმწიფოს მეთაურის პოსტზე საქმიანობას შეუდგა.
18 მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში პუტინს ნდობა რუსეთის ამომრჩეველთა 76-ზე მეტმა პროცენტმა გამოუცხადა. რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, მას ხმა 54,5 მილიონმა მოქალაქემ მისცა, 5,1 მილიონით მეტმა, ვიდრე 2004 წელს.
პირველადი მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ, მოსკოვში მომიტინგეებისადმი მიმართვისას პუტინმა განაცხადა, რომ ამომრჩევლებმა „აღიარეს ბოლო ხუთი წლის მიღწევები“.
ჟურნალისტებთან საუბრისას, მან სიცილი დაიწყო მისადმი დასმული შეკითხვის შემდეგ, იყრიდა თუ არა კიდევ კენჭს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში.
„რასაც თქვენ ამბობთ, ცოტა მხიარულ ნოტაზე დამყენებელია. როგორ ფიქრობთ, მე აქ 100 წლამდე ვიქნები? არა!“, თქვა პუტინმა.
მეორე ადგილზე კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გრუდინი გავიდა. მან ხმების 12% მიიღო.
ვეტერანმა ნაციონალისტმა, ვლადიმერ ჟირინოვსკიმ ხმების 6%-ზე ნაკლები, ტელეწამყვანმა ქსენია სობჩაკმა კი 2%-ზე ნაკლები მიიღო.
ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელის პოსტის დასაკავებლად 8 კანდიდატი იბრძოდა: სერგეი ბაბურინი, პაველ გრუდინინი, ვლადიმერ ჟირინოვსკი, ვლადიმერ პუტინი, ქსენია სობჩაკი, მაქსიმ სურაიკინი, ბორის ტიტოვი და გრიგორი იავლინსკი.
პუტინის ერთ-ერთ მთავარ მოწინააღმდეგეს, ალექსეი ნავალნის კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი ეთქვა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.