მიხეილ ჯანელიძე ე.წ. საზღვრის ჩაკეტვაზე: გამოვიყენებთ ყველა სამშვიდობო ბერკეტს, ინსტრუმენტს და საერთაშორისო ფორმატს, რათა ეს შეზღუდვები რაც შეიძლება მალე გაუქმდეს
07-05-2018, 14:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ ე.წ. საკონტროლო-გამშვები პუნქტის დაკეტვასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა.

 

 

„ეს არის კიდევ ერთი ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ადამიანებს შორის კონტაქტებს. ეს ოკუპაციის ის მძიმე შედეგია, რომლის წინააღმდეგაც მთელი საერთაშორისო საზოგადოება ერთიანია. გამოვიყენებთ ყველა სამშვიდობო ბერკეტს, ინსტრუმენტს და საერთაშორისო ფორმატს, რათა ეს შეზღუდვები რაც შეიძლება მალე გაუქმდეს", განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა პირმა.

 

 

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საზღვარზე მოძრაობა დღეს 20:00 საათიდან ორი დღის განმავლობაში აიკრძალება.

 

 

ე.წ. უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელების თქმით, საკონტროლო-გამშვები პუნქტების დაკეტვა „დიდ სამამულო ომში გამარჯვების დღესთან“ დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებებს უკავშირდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი