ვანის მუნიციპალიტეტში საავტომობილო გზების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს
07-05-2018, 15:10

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვანის მუნიციპალიტეტში ამაღლება-საპრასიის და გორა-უხუთის დამაკავშირებელ საავტომობილო გზებზე აღდგენითი სამუშაოები განახლდა.

 


აღნიშნული გზების აღდგენა გარდამავალი პროექტის ფარგლებში ხორციელდება, სამუშაოების პირველი ეტაპი გასულ წელს დაიწყო და წელსაც გრძელდება.

 


სამუშაოების მიმდინარეობა ვანის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე გოგორიშვილმა მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ხელმძღვანელებთან ერთად, დაათვალიერა.

 

 

ამ დროისთვის ამაღლება-საპრასიის დამაკავშრებელ საავტომობილო გზაზე (ინაშაურის მიმართულებით) მოწყობილია ასფალტის საფარის პირველი ფენა, მოსაწყობია მეორე ფენა და გზის გვერდულები, სამუშაოები ერთ თვეში უნდა დასრულდეს.

 

 

 

 

უკვე განახლდა აღდგენითი პროცესი გორა-უხუთის დამაკავშირებებლ საავტომობილო გზაზეც. ამ დროისთვის მიმდინარეობს მოასფალტების წინა, მოსამზადებელი სამუშაოები და ეწყობა სანიაღვრე არხები.

 

 

ორივე პროექტს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ორიენტირი“ ახორციელებს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, სამუშაოები ვადების დაცვით, ხარისხიანად ხორციელდება.

 

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების თანახმად, ამაღლება-საპრასიის დამაკავშირებელ გზაზე სამუშაოები მაისის ბოლოს, გორა-უხუთის მონაკვეთზე კი, ივლისის დასაწყისში დასრულდება. ორივე პროექტის განხორციელებაზე ბიუჯეტიდან ჯამში 528 361 ლარი დაიხარჯება.

 

 

ინფორმაციას ვანის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი