თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ გოგნში გიორგობის დღესასწაული განსაკუთრებული მასშტაბურობით აღინიშნა.

გოგნში წმინდა გიორგის უძველესი სალოცავი არსებობს, რომელიც VII-VIII საუკუნეების ძეგლს წარმოადგენს და მას კარუგდებელის სახელით მოიხსენიებენ, რადგან ტაძარს კარი არ უჩერდებოდა.
დღესასწაულის დღეებში, ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული ათასობით მომლოცველი სტუმრობს გოგნის კარუგდებელს.
ეკლესია პატარაა მოცულობით, ამიტომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, იქვე დაიწყო ახალი ტაძრის მშენებლობა, რომლის სიმაღლეც 52 მეტრია.
ტაძარი ჯერ არ დასრულებულა, მაგრამ უახლოეს დროში ექნება ქართველ ხალხს კიდევ ერთი წმინდა სალოცავი.

ინფორმაციასა და ფოტომასალას თერჯოლის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.