ოფიციალურმა ბერლინმა დაადასტურა, რომ კანცლერი მერკელი სოჭს ესტუმრება და პუტინთან მოლაპარაკებებს გამართავს
07-05-2018, 17:08

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტმა დაადასტურა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კანცლერი ანგელა მერკელი 18 მაისს სოჭს ესტუმრება. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ გერმანიის მთავრობის პრეს-სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.

 


„სამთავრობო ბრიფინგზე, ფედერალური ხელისუფლების ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ულრიკ დემერმა სულ ახლახან დაადასტურა, რომ სოჭში მერკელის ვიზიტი 18 მაისს შედგება. დანარჩენი ინფორმაცია ჩვენი მხრიდან მოგვიანებით იქნება გავრცელებული“, ნათქვამია შეტყობინებაში, რომელიც „რია ნოვოსტიმ“ გერმანიის მთავრობისაგან, გაგზავნილი შეკითხვის პასუხად მიიღო.

 


დემერმა ასევე აღნიშნა, რომ „კონფლიქტების“ მიუხედავად, გერმანიის კანცლერი მხარს უჭერს რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან მუდმივ კონტაქტს.

 


უფრო ადრე, რუსეთის პრეზიდენტის თანაშემწემ, იური უშაკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ანგელა მერკელი 18 მაისს სოჭს ეწვევა და მოლაპარაკებებს გამართავს ვლადიმერ პუტინთან.

 

კომენტარები: 1
#1  თამარი
      
იცის მერკელმა დიდ მტერს თვალი არ უნდა მოაშოროს და იზოლაციაში ყოფნის საშუალება არ უნდა მისცეს,რუსეთი იმპერიალისტია ,იზოლირებული კი ძალიან საშიში
7 მაი 2018 11:09
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი