საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ძიუდოს ფედერაციის სპორტსმენებს შეხვდა. შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, ცოტა ხნის წინ დასრულდა.
შეხვედრიდან გამოსულმა მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციაში „საკითხი ძალიან მწვავედ დგას და ის საკითხები, რაზეც სპორტსმენებმა ისაუბრეს, სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს".
„ორი დღე არ ვიქნები საქართველოში, თუმცა დავალებები უკვე გავეცი ამა თუ იმ საკითხის შესწავლასთან დაკავშირებით. დაბრუნების შემდეგ კიდევ გვექნება შეხვედრა, რათა საკითხის განხილვა მოხდეს", განაცხადა გიორგაძემ.
ძიუდოს ეროვნული ნაკრების წევრები ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის გადადგომას მოითხოვენ.
ძიუდოისტები აცხადებენ, რომ თუ ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს, ისინი აღარ ივარჯიშებენ და საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობას არ მიიღებენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.