საქართველოს კულტურის, სპორტისა და ძეგლთა დაცვის მინისტრს, მიხეილ გიორგაძესა და ძიუდოს ფედერაციის სპორტსმენებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა, რომელიც დახურულ კარს მიღმა მიმდინარეობდა, ცოტა ხნის წინ დასრულდა.
როგორც შეხვედრიდან გამოსულმა ძიუდოისტმა, ვარლამ ლიპარტელიანმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, ძიუდოისტები „ბრძოლას" გააგრძელებენ მანამ, სანამ ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობას არ დატოვებს.
„ჩვენ არც ერთი ნაბიჯით უკან არ ვიხევთ და ვაგრძელებთ ბრძოლას სიმართლისთვის", აცხადებს ვარლამ ლიპარტელიანმა.
თავის მხირვ, აღნიშნული შეხვედრის შემდეგ, მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, რომ ძიუდოს ფედერაციაში „საკითხი ძალიან მწვავედ დგას და ის საკითხები, რაზეც სპორტსმენებმა ისაუბრეს, სიღრმისეულ შესწავლას საჭიროებს".
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.