ნიკო ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" საჩუქრად ხელოვნების მუზეუმს გადაეცემა. ამის შესახებ გადაცემა "2030" ის წამყვანმა გამოშვების დაწყების წინ განაცხადა. "2030"-ის ინფორმაციით, ნახატის ხელოვნების მუზეუმისთვის გადაცემის გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.
ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" მილიონნახევარ დოლარად "კრისტის" აუქციონზე შეიძინა.
აღნიშნული ნახატი ნიკო ფიროსმანმა 1907-1908 წელს შექმნა და ამ დრომდე კერძო კოლექციონერის საკუთრება იყო.
ტილო ბოლოს ლონდონის აუქციონზე 2010 წელს გაიყიდა. მანამდე ის 2007 წელს ნიუ-იორკის "სოთბის" აუქციონზე გაყიდეს. 1957 წელს ფიროსმანის ნახატი ფრანგ პოეტს, ლუი არაგონს 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით აჩუქეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.