ნატო საქართველოსთვის ფინანსურ კონტრიბუციას გაიღებს
08-05-2018, 12:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს თავდაცვით აღმშენებლობაში დახმარების მიზნით, ნატო საქართველოსთვის ფინანსურ კონტრიბუციას გაიღებს.

 

 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული შეთანხმება დღეს, თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ და თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის საკითხებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თანაშემწემ, ჯონათან პერიშმა გააფორმეს.

 

 

თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, დახმარება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრისთვის (JTEC) მილიონ ევროზე მეტი ღირებულების ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაცემას გულისხმობს.

 

 

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე ლევან იზორიამ ალიანსის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული რეფორმები, განსაკუთრებით ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის პროცესი გააცნო და აღნიშნა, რომ პაკეტით განსაზღვრული ინიციატივები პროგრესულად ვითარდება.

 

 

თავდაცვის მინისტრმა სტუმარს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საქმეში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა და კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის მისწრაფება, რაც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტსა და დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვან გზას წარმოადგენს.

 

 

თავის მხრივ, ჯონათან პერიშმა, ნატოს სახელით, საქართველოს ალიანსთან თანამშრომლობისა და საერთაშორისო უსაფრთხოებაში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის ქართულ მხარეს მადლობა გადაუხადა და არსებითი პაკეტის ფარგლებში განხორციელებული წარმატებული პროექტები ხაზგასმით აღნიშნა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი