წყალტუბოს საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივით, საზოგადოებრივი დარბაზი სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტზე იწყებს მუშაობას
08-05-2018, 14:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ინიციატივით, საზოგადოებრივი დარბაზი სამოქალაქო ბიუჯეტირების პროექტზე იწყებს მუშაობას.

 


„სამოქალაქო ბიუჯეტი - ეს არის დემოკრატიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტი, რომლის საშუალებითაც საზოგადოება ერთვება მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტის პროცესში, მათ შორის, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში, წყალტუბოსათვის ეს არის ფაქტობრივად, ინოვაციური მიდგომა”, აცხადებს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გრიგოლ ივანეიშვილი.

 


საზოგადოებრივი დარბაზი, რომელიც წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან დაფუძნდა, გააერთიანებს სხვადასხვა პროფესიულ და ასაკობრივ ჯგუფებს, არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს. დარბაზი მუდმივად იმუშავებს წყალტუბოს განვითარების გეგმასა და საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი საკითხების მოგვარებისა და ლობირების მიმართულებით.

 


საზოგადოებრივი დარბაზის პირველი სხდომა ღიაა ნებისმიერი დაინტერესებული მოქალაქისთვის. სხდომის დღის წესრიგი სამოქალაქო ბიუჯეტირების, წყალტუბოში ტურიზმისა და ინფრასტუქტურის განვითარების საკითხებს ითვალისწინებს.

 


სხდომა 10 მაისს 14:00 საათზე, წყალტუბოში, იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის ცენტრის საკონფერენციო დარბაზში გაიმართება.

 

 

ინფორმაციას წყალტუბოს საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი