ავსტრიული მხარე გამოთქვამს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს საქართველოს ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისკენ მიმართულ ძალისხმევას
08-05-2018, 15:26

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვახტანგ მახარობლიშვილი სამუშაო ვიზიტად ავსტრიის რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტი საქართველო-ავსტრიას შორის ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებასა და ევროკავშირის საბჭოში ავსტრიის მოახლოებული თავმჯდომარეობის წინ (2018 წლის 1 ივლისიდან) მხარეებისათვის აქტუალური და პრიორიტეტული საკითხების განხილვას ემსახურებოდა.



საგარეო უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ მახარობლიშვილმა შეხვედრები გამართა ავსტრიის რესპუბლიკის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანთან მიხაელ ლინჰარტთან, ფედერალური კანცელარიის ევროკავშირის სექციის ხელმძღვანელთან ალექსანდერ შალენბერგთან და შინაგან საქმეთა ფედერალური სამინისტროს გენერალურ მდივანთან პეტერ გოლდგრუბერთან.



„აღნიშნულ შეხვედრებზე მხარეებმა განიხილეს როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატში საქართველო-ავსტრიის თანამშრომლობის საკითხები, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია, ქვეყანაში გატარებული რეფორმები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობები და გლობალურ პოლიტიკასთან დაკავშირებული აქტუალური თემები.


ვახტანგ მახარობლიშვილმა მადლობა გადაუხადა ავსტრიულ მხარეს საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და თანმიმდევრული მხარდაჭერისათვის. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირთან ინტეგრაციის შეუქცევად გზას ადგას და ამ პროცესში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის, ავსტრიასთან მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობა. ავსტრიის ევროკავშირში მომავალი თავმჯდომარეობის კონტექსტში, მინისტრის მოადგილემ ავსტრიულ მხარეს დეტალურად გააცნო ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის მიმდინარე პრიორიტეტები, საქართველოს მთავრობის ახალი ინიციატივები და ამ პროცესში შემდგომი მხარდაჭერა სთხოვა.



მინისტრის მოადგილემ ავსტრიულ მხარეს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული რთული ვითარების შესახებ და ხაზი გაუსვა საქართველოს მოქალაქეების დაკავებისა და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტებს, ასევე ეთნიკური წმენდის პოლიტიკას, რომელსაც საოკუპაციო ძალა ახორციელებს საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში. აღნიშნა, რომ ამ ფონზე საქართველოსთვის უაღრესად მნიშვნელოვანია პარტნიორების და მთლიანად, საერთაშორისო თანამეგობრობის მაქსიმალური მხარდაჭერის მობილიზაცია არსებულ გამოწვევებთან გასამკლავებლად.



შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც რეგიონთაშორისი ეკონომიკური თანამშრომლობისათვის ხელსაყრელი ქვეყნის პოზიციას, რომელსაც შეუძლია ერთგვარი ხიდის ფუნქცია შეასრულოს ევროპასა და აზიას შორის სულ უფრო მჭიდრო კავშირების ხელშეწყობის მიმართულებით.



ავსტრიის ფედერალური მთავრობის მაღალი რანგის წარმომადგენლებმა კიდევ ერთხელ გააჟღერეს ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ევროპული ინტეგრაციისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ავსტრიულმა მხარემ დაადასტურა მზაობა ხელი შეუწყოს ქვეყნის ძალისხმევას, რომელიც ევროკავშირთან მეტი ინტეგრაციისკენ არის მიმართული. ამასთანავე, პოზიტიურად შეფასდა საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული შთამბეჭდავი პროგრესი, მათ შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების პროცესში. ავსტრიული მხარე დადებითად გამოეხმაურა საქართველოს მთავრობის ოპერატიულ ნაბიჯებს შენგენის სივრცეში უვიზო რეჟიმის მოთხოვნების დაცვის უზრუნველსაყოფად.



ორმხრივი ურთიერთობების კუთხით მხარეებმა აღნიშნეს უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების შემდგომი ურთიერთგაცვლის მნიშვნელობა და განიხილეს ორ ქვეყანას შორის სავაჭრო-ეკონომიკური, განვითარების სფეროებში თანამშრომლობის პერსპექტივები. ამასთან, დადებითად შეფასდა ცალკეული მიმართულებებით გამოკვეთილი პოზიტიური დინამიკა, რაც კონკრეტულ, მიმდინარე თუ სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებში პოვებს ასახვას.



ავსტრიულ მხარესთან ასევე ყურადღება დაეთმო საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის ასპექტებს.



სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ვახტანგ მახარობლიშვილმა მონაწილეობა მიიღო ვენის დიპლომატიურ აკადემიაში ორგანიზებულ მრგვალ მაგიდაში თემაზე - “EU and Eastern Partnership: going beyond association?”. ღონისძიებაზე, რომელსაც ექსპერტები, სტუდენტები და ავსტრიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ისაუბრა „აღმოსავლეთ პარტნიორობასა“ და იმ დადებით სარგებელზე, რომელიც ამ ინიციატივამ მოუტანა საქართველოს, ასევე ქვეყნის მიერ ევროპული ინტეგრაციის პროცესში მიღწეული წარმატებებსა და გამოწვევებზე. მინისტრის მოადგილემ მოწვეულ სტუმრებს გააცნო ქართული მხარის ხედვა შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს მეტ ინტეგრაციას ევროკავშირთან და გაუხსნის ახალ შესაძლებლობებს. ღონისძიების დასასრულს მან დამსწრე აუდიტორიის შეკითხვებს უპასუხა.

 

 

სამუშაო ვიზიტის დასასრულს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სამუშაო შეხვედრა გამართა აგრეთვე ეუთოში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელთან და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებთან. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა ევროაკვშირის წარმომადგენლებს ეუთო-ს ფარგლებში მხარდაჭერისთვის და მიაწოდა ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარებისა და საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივაზე „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ“. მან ხაზი გაუსვა ევროკავშირის განსაკუთრებულ როლს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების საკითხში, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობას. შეხვედრაზე ასევე განხილულ იქნა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები", ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი