ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა (ვიდეო)
06-02-2014, 15:41

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

                                           

                                         

 

 საქართველოს პრემიერ--მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანს, ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის კანცელარიაში გაიმართა. პრემიერ--მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა სტუმარს სამოქმედო გეგმის შემუშავებაში შეტანილი წვლილისთვის.

 

 

მხარეებმა საქართველოსა და ევროპის საბჭოს ინტენსიურ თანამშრომლობაზე და სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ ამოცანებზე იმსჯელეს. მათ შორის, საუბარი

 

 

შეეხო თვითმმართველობის რეფორმას, ადამიანის უფლებების, კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის კუთხით არსებულ მდგომარეობას და სამომავლო გეგმებს.

 

 

იგი საფუძველს უყრის შეთანხმებულ პრიორიტეტულ სფეროებში, რომელთა შორის აღსანიშნავია ადამიანის უფლებათა დაცვა და ხელშეწყობა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის საფუძველზე, სასამართლოს დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის განმტკიცება, სისხლის სამართლის რეფორმის მხარდაჭერა, ადგილობრივი დემოკრატიისა და თვითმმართველობის რეფორმის გაძლიერება.

 

 

შეხვედრაზე გამოითქვა შეშფოთება ე.წ. სასაზღვრო ზოლის დროებითი გაფართოებისა და მავთულხლართების აღმართვის პროცესის გამო.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი