თბილისში, ელექტროავტობუსი სატესტო რეჟიმში სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებს
08-05-2018, 16:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის მერი კახა კალაძე კომპანია „ფრეგობასის“ ელექტროავტობუსის პრეზენტაციას დაესწრო და ახალი ავტობუსით იმგზავრა. ავტობუსი სატესტო რეჟიმში სხვადასხვა მარშრუტზე იმოძრავებს.

 

 

დედაქალაქის მერიის პრესსამსახურის ცნობით, ტესტირების პროცესის მიზანი ქალაქის ინფრასტრუქტურისა და საექსპლუატაციო პირობების გათვალისწინებით, ელექტოავტობუსების ტექნიკური მახასიათებლების გამოცდაა.

 

 

როგორც მერმა განაცხადა, თანამედროვე მსოფლიო ელექტროტრანსპორტზე გადადის და ამ მიმართულებით, გამონაკლისი არც თბილისი იქნება.

 

 

„დღეს ერთი ელექტროავტობუსი შემოვიყვანეთ და გვინდა, რომ ერთი თვის განმავლობაში, სხვადასხვა ხაზებზე დავტესტოთ. განვითარებული ქვეყნები 2023 წლიდან ელექტროავტობუსებზე გადასვლას აპირებენ. ზოგადად, ეს მიმართულება თანამედროვე მსოფლიოში თანდათან იხვეწება, უფრო საინტერესო ხდება და გამონაკლისი ჩვენც არ ვიქნებით. მომდევნო წლების განმავლობაში, როდესაც ეს მიმართულება უფრო განვითარდება, ელექტროავტობუსებს აუცილებლად შემოვიყვანთ. ასევე, ვმუშაობთ ავტობუსების აწყობა-წარმოებაზე, ავტობუსების ქარხნის მშენებლობაზე საქართველოში. წინასაარჩევნოდ მქონდა ამაზე საუბარი და ამ მიმართულებით ვმუშაობთ“, განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

ელექტროავტობუსის პრეზენტაცია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მეორე ავტობაზაზე გაიმართა. ღონისძიებას დედაქალაქის მერთან ერთად, გერმანული კომპანია EURABUS-ის გენერალური დირექტორი კრისტიან საიცი, სატრანსპორტო კომპანიისა და „ფრეგობასის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

 

 

„ფრეგობასი“ გერმანულ კომპანიასთან - EURABUS და ჩინურ კორპორაციასთან - ZTE Corporation ერთად, საქართველოში ელექტროავტობუსების ქარხნის გახსნას გეგმავს.

 

 

ელექტროავტობუსის კონსტრუქცია ინოვაციური მეთოდითა და ალუმინის მცირე დეტალებითაა აწყობილი, რომელსაც შედუღება არ სჭირდება. ავტობუსი დაყოფილია სექციებად და მისი სიგრძე 8, 10 ან 12 მეტრია.

 

 

ელექტროავტობუსი ევროპული სტანდარტის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და 100%-ით ეკოლოგიურად სუფთაა, რაც გარემოს დაბინძურების მაჩვენებლების მნიშვნელოვან შემცირებას უწყობს ხელს. კომპანია ქარხნის ამუშავების შემდეგ, 300-ზე მეტი ადგილობრივის დასაქმებას გეგმავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი