გიორგი მარგველაშვილმა ევროპარლამენტარებთან „საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევების ფონზე უშიშროების საბჭოს გაუქმების საკითხი განიხილა“
08-05-2018, 16:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საკითხი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი შემაშფოთებელი ვითარება და მცოცავი ანექსიის შემთხვევები განიხილა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა ევროპარლამენტის უსაფრთხოებისა და თავდაცვის ქვეკომიტეტის ჯგუფის წევრებთან შეხვედრისას.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და იმ შესაძლო მექანიზმებს, რომელიც გააძლიერებს ზეწოლას რუსეთის ფედერაციასა და საოკუპაციო რეჟიმზე.

 


ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის დავით რაქვიაშვილის განცხადებით, განსახილველ საკითხთა შორის ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმების შედეგად ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში შექმნილი ვაკუუმი და ის ნაბიჯები იყო, რომელიც უნდა გადაიდგას. პრეზიდენტმა ევროპარლამენტარებს საკუთარი მოსაზრებები გააცნო უშიშროების საბჭოს გაუქმებასა და აღნიშნული ვაკუუმის შესავსებად არსებულ რესურსებთან დაკავშირებით.

 


ევროპარლამენტარ მაიკლ გალოს განცხადებით, ევროპარლამენტი და მისი დეპუტატები იცნობენ საქართველოში მიმდინარე ანექსიის ფაქტებს და გადაუწყვეტელ კონფლიქტებს.

 


„პარლამენტი აგვისტოს ომის 10 წლისთავთან დაკავშირებით გაიხსენებს იმ ამბებს, რომლებიც დღემდე ნათლად ასახავენ იმას, თუ რას შეიძლება ველოდოთ რუსეთისგან", განაცხადა ევროპარლამენტარმა.

 


მაიკლ გალოს განცხადებით, ევროპარლამენტი მიესალმება უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს მიმართ ამერიკელი მეგობრებისა და ნატოს მიერ გამოხატულ მხარდაჭერას.

 


„ჩვენც ორმხრივი თანამშრომლობის, საერთო უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის ფარგლებში, ასევე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ჩართულობით, მუდმივად თვალყურს ვადევნებთ მიმდინარე მოვლენებს", აღნიშნა მაიკლ გალომ.

 

 

მისი განცხადებით, 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავის აღსანიშნავად თბილისს მაღალი რანგის წარმომადგენლობითი დელეგაცია ეწვევა ევროკავშირიდან.

 


შეხვედრას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი დავით რაქვიაშვილი, პრეზიდენტის საერთაშორისო მდივანი თენგიზ ფხალაძე ესწრებოდნენ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი