გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერია, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების 73-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომში მონაწილე ვეტერანებს ერთჯერადი დახმარების სახით 500 ლარს, ხოლო ვეტერანთან გათანაბრებულ პირებს 300 ლარს გადასცემს.
გარდაბნის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 11 ვეტერანი და 27 ვეტერანთან გათანაბრებული პირი ცხოვრობს.
გარდა ამისა, ამ დღეს სხვადასხვა ღონისძიება იგეგმება:
11:00 საათზე, ქალაქ გარდაბანში, მეორე სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალს ადგილობრივი ხელისუფლება გვირგვინით შეამკობს.
12:30 საათზე, სოფელ ახალ სამგორში, ხოლო 15:00 საათზე სოფელ ნორიოში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ვეტერანებთან და მათთან გათანაბრებულ პირებთან ერთად, მეორე სამამულო ომში დაღუპულთა მემორიალებს ყვავილებით შეამკობენ.
ცერემონიის შემდეგ კი, როგორც გარდაბნის, ასევე სამგორსა და ნორიოს მემორიალებთან კონცერტს გამართავენ - ა(ა)იპ „გარდაბნის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან“ არსებული ანსამბლი „ბეთანია" , ამავე ცენტთან არსებული ახლი სამგორის ქართული ხალხური სიმღერის შემსწავლელი წრისა და ნორიოს თეატრალური წრის ბავშვები.
ინფორმაციას გარდაბნის მერიის პრესსამსახური ავრცელებს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.