სველი სალფეთქები, რომელიც დაბინძურებული ხელების გასაწმენდად, თვალის გარშემო გრიმის მოსაცილებლად, ისევე როგორც ადამიანის სხეულის სხვადასხვა ნაწილებში სხვადასხვა რამის მოსაწმენდად გამოიყენება, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში შესაძლოა, ხმარებიდან იქნეს ამოღებული, იტყობინება BBC.
დიდი ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, მისი გეგმა, აღმოფხვრას პლასტმასის ნარჩენები „მოიცავს ერთჯერადი გამოყენების პროდუქტებს, ისეთებსაც, როგორიცაა სველი სალფეთქები“.
ამგვარი სალფეთქები შეიცავს სინტეთიკურ ნივთიერებას, რომელიც ბიოლოგიურად დაშლადი ნარჩენების კატეგორიას არ მიეკუთვნება.
ასე რომ, წერს BBC, მწარმოებლებმა ან სინტეთიკურ ნივთიერებისაგან თავისუფალი სალფეთქები უნდა განავითარონ, ანდა მომხმარებლები მას უნდა დაემშვიდობონ, არადა 2021 წლისთვის პროგნოზირებენ, რომ მთელ მსოფლიოში ყველა სახის სველი სალფეთქის გაყიდვა 20 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწევს.
როგორც BBC „დიდი ბრიტანეთის წყალზე“ დაყრდნობით იუწყება, გაერთიანებულ სამეფოში საკანალიზაციო სისტემების გაჭედვის 93 პროცენტი სველ სალფეთქებზე მოდის. ამან კი მთავრობა და მრეწველობის დარგები აიძულა ფოკუსირება მოახდინონ მომხმარებლების დარწმუნებაზე, არ ჩარეცხონ ისინი გამდინარე წყლის სისტემაში.
პრემიერ მინისტრმა ტერეზა მეიმ იანვარში პირობა დადო, რომ 2042 წლისთვის ყველა იმ „პლასტიკურ ნარჩენს გაანადგურებს, რომლის თავიდან მოცილებაც შესაძლებელია“.
მთავრობამ ასევე განაცხადა, რომ იგი კონსულტაციას გაივლის იმასთან დაკავშირებით, აიკრძალოს უნდა თუ არა პლასტიკური საწრუპავი ჩხირები, ყურის საწმენდი ბამბის ჩხირები და სითხის მოსარევი საშუალებები.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.