ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ ხნულების გავლებაზე: აუცილებელია, მუდმივად იყოს მობილიზებული არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამდე მთელი საერთაშორისო საზოგადოება
08-05-2018, 18:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შერიგებისა და სამოქალაქო საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე ხნულების გავლებას ეხმაურება.

 

 

ციხელაშვილის ინფორმაციით, ხნულების გავლება 4 მაისს დაიწყო და ჯამში ხნული 17 კმ-ის სიგრძეზე გაავლეს.

 

 

„ჩვენ, ფაქტობრივად, რეგულარულად ვაწყდებით ასეთი ტიპის პროვოკაციებს, როდესაც ხდება საოკუპაციო ხაზის გასწვრივ სხვადასხვა ტიპის დაბრკოლებების აღმართვა.

 

 

ხან ამას ფორმა ჰქონდა ადრე მავთულხლართების, ბანერების, ხან არის ეს მიწათხრილები, რომლესაც უწოდებენ ცეცხლის საწინააღმდეგო ხნულებს.

 

 

აუცილებელია, მუდმივად იყოს მობილიზებული არამხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, ეს რა თქმა უნდა, ხდება ყოველთვის, არამდე მთელი საერთაშორისო საზოგადოება იმიტომ, რომ ჩვენ ერთიანი თანმიმდევრულობით და ძალისხმევით შევძლოთ მანკიერი პრაქტიკის შეჩერება", განუცხადა ჟურნალისტებს ქეთევან ციხელაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი