რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ, ვლადიმერ პუტინის მიერ მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილი დიმიტრი მედვედევის კანდიდატურა დაამტკიცა.
პრემიერ მინისტრის პოსტზე მედვედევს ხმა 374-მა დეპუტატმა მისცა, რაც პარლამენტართა რაოდენობის 81%-ს შეადგენს, ხოლო მის წინააღმდეგ კი 56-მა კანონმდებელმა მისცა ხმა, თავი არავის შეუკავებია. მის დასამტკიცებლად საჭირო 226 ხმა იყო.
მედვედევის კანდიდატურას მხარი დაუჭირა ჟირინოვსკის ფრაქცია ЛДПР-მა და „ედინაია რასიამ“, ხოლო წინააღმდეგ წავიდა „რუსეთის კომუნისტური პარტია“ და „სპრავედლივაია რასია“. კენჭისყრა ღია იყო და სხდომის მიმდინარეობისას პრემიერის დამტკიცების საკითხი ერთადერთი იყო განსახილველ საკითხთა შორის.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIAN.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
ამერიკის შეერთებული შტატების არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების მდივნად ვაქცინაციის მიმართ სკეპტიკურად განწყობილი რობერტ ფიცჯერალდ კენედი უმცროსი, პრეზიდენტ ჯონ კენედის ძმისშვილი დაასახელა, რითაც დაასრულა დიდი ხნის მითქმა-მოთქმა კენედის გარშემო იმის შესახებ, თუ რა თანამდებობას დაიკავებდა იგი ტრამპის ადმინისტრაციაში.